თეატრი სახელოსნო 42 - ეს ახალი თავისუფალი შემოქმედებითი სივრცეა. ლევან წულაძის თეატრმა ბინა იმ ადგილას დაიდო, სადაც წესით ყველაზე კარგად აღქმადი უნდა იყოს თავისუფლების გემო. ახალი თეატრი ერთგვარი თავისუფლების კუნძულიცაა და ახალი ეტაპის დასაწყისიც რეჟისორის გუნდისთვის. თეატრი სახელოსნო 42 ოტელოთი გაიხსნა, რომელიც ლევან წულაძემ ვერონის ფესტიველის დაკვეთით დადგა.