სერგი კაპანაძემ თბილისის მერიაში საჩივარი შეიტანა

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქმართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ თბილისის მერიაში საჩივარი შეიტანა. საქმე ეხება "ევროპული საქართველოსთვის" მუნიციპალური ინსპექციის მიერ პლაკატების გაკვრის თაობაზე გამოწერილ ჯარიმებს. ოპოზიცია ჯარიმების გაუქმებას მოითხოვს, რადგან მათ უკანონოდ მიიჩნევს.

კაპანაძის თქმით, აღნიშნული ჯარიმებით იზღუდება კონსტიტუციით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლება. გარდა ამისა, ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას, რადგან თბილისის ქუჩებში არაერთი პლაკატია გაკრული, თუმცა ჯარიმები მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებს გამოუწერეს.

ხელისუფლებამ დაიწყო წინასაარჩევნოდ უკანონო მეთოდების გამოყენება ოპოზიციის წინააღმდეგ. ამის ერთ-ერთი სასაცილო გამოვლინება იყო პლაკატების ჩამოხევა და ჩვენი მომხრეების დაჯარიმება იმის გამო, რომ მათ პლაკატები გააკრეს, - განმარტავს კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს "ევროპული საქართველოს" ლიდერები იუსტიციის  სამინისტროსთან პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი