ცესკო-მ შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა

გამოქვეყნდა:

გუშინ, 1-ელ ოქტომბერს, საქართველოში პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობდა. მოქალაქეები გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს ირჩევდნენ. 

რეგიონში საარჩევნო პროცესი პირველად ჩატარდა ელექტრონული წესით.

გორი-კასპის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია:

  • "ქართული ოცნების" კანდიდატს, გიორგი სოსიაშვილს, 23 523 ხმა აქვს;
  • "სოციალური სამართლიანობისთვის" პარტიის კანდიდატს, მამუკა ტუსკაძეს კი 1 562.

რაც შეეხება გურჯაანში მერის რიგგარეშე არჩევნების წინასწარ შედეგებს, ცესკოს ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კანდიდატს, გიორგი მაჭავარიანს, ამომრჩეველთა 17 430 ხმა აქვს მიღებული.

ცნობისთვის, პარლამენტის წევრობისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძოდა, მერობისთვის კი ერთი. შუალედურ არჩევნებს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი