ანკარაში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთებმა აიღეს

გამოქვეყნდა:

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ განხორციელებულ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ქურთისტანის მუშათა პარტიის შეიარაღებულმა დანაყოფმა, "უკვდავთა ბატალიონმა" აიღო.

ორმა თავდამსხმელმა კვირას შენობის წინ ააფეთქა ბომბი, რის შედეგადაც ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაანეიტრალეს. დაიჭრა ორი პოლიციელი.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი "უკვდავთა ბატალიონის" წევრია, უწყება ამბობს, რომ მეორეს ვინაობის დასადგენად მუშაობენ.

თავდასხმა მოხდა რამდენიმე საათით ადრე, სანამ თურქეთის პარლამენტში გაიხსნებოდა სესია ზაფხულის შესვენების შემდეგ, რომლისთვისაც სიტყვით პრეზიდენტ ერდოღანს უნდა მიემართა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა კვირას ავიაიერიშები მიიტანეს ჩრდილოეთ ერაყში ეჭვმიტანილ ქურთ ბოევიკებზე. უწყება ამბობს, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიის დაახლოებით 20 სამიზნე "განადგურდა" ბოლო საჰაერო ოპერაციის დროს, მათ შორის თავშესაფრები, საწყობები, "განეიტრალდა" ოპერატიულების დიდი რაოდენობა.

"უკვდავთა ბატალიონი" თურქეთის, აშშ-და სა ევროკავშირის მიერ აღიარებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი