პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით "ლელო" საკონსტიტუციოს სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს

გამოქვეყნდა:

"ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ პარტია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესში ერთვება და საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს. მისი თქმით, მათ შესაბამისი დოკუმენტაცია სასამართლოსთვის უკვე გაგზავნილი აქვთ.

სიორიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, თუ საჭიროა კონფლიქტები უნდა გადაწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ არა იმპიჩმენტის, არამედ ე.წ. კომპეტენციური დავის მეშვეობით.

"ლელო" ერთვება ამ პროცესში. გარდა პოლიტიკურისა, ამ საკითხს აქვს ძალიან დიდი სამართლებრივი მნიშვნელობაც. თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ამიტომაც, "ლელომ," როგორც პოლიტიკურმა პარტიამ მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით გადაწყვიტა ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევით და ე.წ. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

ჩვენ გავაგზავნეთ უკვე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, ვრცელი დასკვნა, სადაც შეფასებულია ის ქმედებები, რომელიც დაუდეს საფუძვლად საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინებას. აქ არის გაანალიზებული, ბუნებრივია, სამართლებრივი კუთხით, პირველ რიგში, ეს ქმედებები და აგრეთვე შემოთავაზებული არის კონსტიტუციის შესაბამისი ნორმების განმარტების ხედვა. ძირითადად, ეს არგუმენტები ეფუძნება პრეზიდენტის ვიზიტის სტატუსსა და შინაარსს, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის, ევროინტეგრაციის მუხლის მნიშვნელობასა და როლს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონფლიქტები საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, როგორც კომპეტენციური კონფლიქტები უნდა გადაწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოში თუ საჭიროა, ოღონდ არა იმპიჩმენტის, არამედ ე.წ. კომპეტენციური დავის მეშვეობით," - განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით ხვალ, 3 ოქტომბერს განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი განხილვას.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი