იმპიჩმენტი არის პოლიტიკური პროცესი, რაშიც სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა - იოსელიანი

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს პოლიტიკური პროცესია, რაშიც ვერ ჩაერევა. მისი თქმით, სახალხო დამცველს აქვს საშუალება სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართოს.

"ზოგადად, იმპიჩმენტის საკითხი არის პოლიტიკური პროცესი, რაშიც სახალხო დამცველი, ბუნებრივია, ვერ ჩაერევა. თუმცა, სახალხო დამცველს აქვს საშუალება, რომ მიმართოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით. იმპიჩმენტი რამდენად ჯდება კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებების ჩამონათვალში, ეს ცალკე საკითხია. ამიტომ, ამაზე თუ იქნება მომართვა პრეზიდენტისგან, ალბათ, სახალხო დამცველის აპარატს მოუწევს მსჯელობა და მერე იქნება მიღებული გადაწყვეტილება არის თუ არა კონსტიტუციის შესაბამისი უფლებით გათვალისწინებული შემთხვევა, გვაქვს თუ არა უფლების დარღვევასთან საქმე თუ ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი, იმპიჩმენტის საკითხი, რომელშიც სახალხო დამცველის მანდატი ასე პირდაპირ შეიძლება ვერ იქნას მოაზრებული," - თქვა იოსელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით ხვალ, 3 ოქტომბერს განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი განხილვას, "ქართული ოცნების" მხრიდან პროცესზე 5 დეპუტატი წარდგება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი