რუსეთის სამთავრობო მედია სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 3 ოქტომბერს ცალ-ცალკე მოლაპარაკებებსა და სამმხრივ შეხვედრას გამართავს ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტებთან.
შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებიც.
"3 ოქტომბერს გაიმართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ცალკეული ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრები აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ინალ არძინბასთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალან გაგლოევთან, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან", - წერია განცხადებაში.