რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი და ხარკოვი დაბომბეს - არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქები დაბომბეს.

ამ დროისთვის ​ხარკოვიდან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც ოლქის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინებუგოვმა განაცხადა, ოკუპანტებმა რეგიონს S-300 ტიპის რაკეტები 5-ჯერ მაინც დაარტყეს.​

რაც შეეხება ხერსონს, იქ სულ მცირე 7 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სატრანსპორტო კომპანიასა და საპატრულო მანქანას, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. მათგან 2 პოლიციელია. ამას გარდა, დაშავებულებს შორის არიან 59 წლის ქალი და 12 და 13 წლის ბავშვები. 

ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით, ქალაქში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები, საწარმოს სახელოსნო, საბავშვო ბაღი, გიმნაზია, გაზსადენი, ბიზნეს ცენტრი, ჰუმანიტარული შტაბი, ეკლესია და სასწრაფო დახმარების სადგური.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი