მე შეიძლება, უფრო მეტსაც ვფიქრობდე პრეზიდენტზე, მაგრამ მიუღებელია, როცა უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ასე ახასიათებს - წულუკიანი კარასინზე

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანიც იმეორებს, რომ დიდი ხანია საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის არ მუშაობს. წულუკიანის ჰკითხეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებაზეც, სადაც მან ზურაბიშვილი გააკრიტიკა.

"რაც შეეხება კარასინის განცხადებას, ღიად უნდა გითხრათ, რომ პირადად არ მომისმენია, ამიტომ იმის მიხედვით გპასუხობთ, რაც თქვენ მითხარით და იმედი მაქვს, ეს სწორად არის გადმოცემული და მან ნამდვილას ასე თქვა. თუ ეს მან ნამდვილად ასე თქვა, ჩემი პასუხი იქნებოდა შემდეგი, რომ მე შეიძლება, უფრო მეტსაც ვფიქრობდე საქართველოს პრეზიდენტზე, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც უცხო ქვეყნის და სახელმწიფოს წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ახასიათებს", - თქვა წულუკიანმა.

იხილეთ კარასინის განცხადება: 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი