საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე კობა აშოთიაა - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, დაჭრილ ქალის მდომარეობა მძიმეა.
"ეს იყო განზრახ, მიკითხა მოაკითხა. ჩემი დეიდაშივლი კობა აშოთიააა, მეუღლე ბავშვებს გადაეფარა... ეს მამაკაცი ოჯახის წევრივით ჰყოლიათ, მეგობრებედნენ, ახლობლობდნენ", - ამბობს ოჯახის ახლობელი.
როგორც ბერძნული მედია წერს, შემთხვევა ათენში, 1 ოქტომბერს, 02:30 საათზე მოხდა - თავდამსხმელი წყვილის სახლში შეიარაღებული მივიდა და ქართველ კაცს ესროლა. ის პოლიციამ უკვე დააკავა.
იხილეთ ასევე: