"ქართული ოცნება" ახალ რეპრესიულ კანონპროექტზე მუშაობას იწყებს. მმართველმა გუნდმა უკვე შეიმუშვა და ოფიციალურად დაარეგისტრირა პარლამენტში დოკუმენტი, რომელიც პროტესტის დროს ნებისმიერი სახის კონსტრუქციის დადგმას კრძალავს, მათ შორის კარვების გაშლას.
"ოცნების" დეპუტატებმა უკვე დააანონსეს, რომ კანონს ყველა შემთხვევაში დაამტკიცებენ, თან რაც შეიძლება სწრაფად. ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება დოკუმენტს არც ვენეციის კომისიას და არც ეუთო ოდირს წარუდგენს. ოპონენტები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის მცდელობაზა ლაპარაკობენ და ხელისუფლებას სასწაფო წესით ინიციატივის უკან გაწვევას მოუწოდებენ. ამის მიუხედავად ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დღეს ივანიშვილის გუნდმა კომიტეტზე საკითხი მაინც განიხილა და მხარი დაუჭირა.