კანადის ეროვნულ პარკში დათვმა წყვილი და მათი ძაღლი მოკლა

გამოქვეყნდა:

კანადაში, ბანფის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გრიზლის სახეობის დათვმა ორი ადამიანი, კანადელი წყვილი და მათი ძაღლი მოკლა.

Parks Canada-მ შაბათს ღამით გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ მიიღეს გამაფრთხილებელი შეტყობინება პარასკევს გვიან GPS მოწყობილობიდან, რომელიც მიუთითებდა დათვების თავდასხმაზე მდინარე წითელი ირმის ხეობაში, ბანფის ეროვნულ პარკში.

სააგენტოს ცნობით, დათვს მოგვიანებით ევთანაზია გაუკეთეს მას შემდეგ, რაც მან აგრესიული ქცევა გამოავლინა.

Bear Safety and More-ის დამფუძნებელისა და გარდაცვლილთა ოჯახის მეგობარი, კიმ ტიჩენერი, რომელიც ტრენინგებს ატარებს უსაფრთხოების საკითხებზე ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები იზრდება, რადგან მეტი ადამიანი გადის ველურ ბუნებაში, თუმცა მათ არ აქვთ საჭირო ინფორმაცია და განათლება. მისივე თქმით, ფატალური შემთხვევბი იშვიათია და მსოფლიოში გრიზლის ჯიშის დათვების თავდასხმების მხოლოდ 14% იწვევს სიკვდილს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი