გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 31 "შაჰიდიდან" 29 გავანადგურეთ - უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს მათ რუსეთის მიერ გაშვებული 31 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 29 გაანადგურეს, მათგან 13 დნეპროპეტროვსკის, 16 კი მიკოლაევის ოლქში. ჩამოაგდეს ერთი "ისკანდერის" ტიპის რაკეტაც. 

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა დრონები ​კონცხ ჩაუდიდან, ხოლო რაკეტა ჯანკოის რაიონიდან გაუშვეს.

"საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში. მიზნები განადგურდა "სამხრეთის" და "აღმოსავლეთის" საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონებში, მიკოლაივისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში," - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.

უკრაინული მედია კი იუწყება, რომ დარტყმები განხორციელდა ქალაქ პავლოგრადზე, სადაც დაზიანდა საწარმოები, ავტოფარეხი და ავტომობილი.  

ღამით მტერმა არტილერიით დაბომბა ნიკოპოლის რეგიონის მირივკის თემი, რის შედეგადაც 2 კერძო სახლი და ერთი შენობა დაზიანდა. 

მსხვერპლის ანდა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი