რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 279 440 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

​უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 3 ოქტომბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 360 სამხედრო, 8 ჯავშანტექნიკა და 15 ტანკი.

რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები კი ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 279 440;
  • ტანკი - 4 732; 
  • ჯავშანტექნიკა - 9 008; 
  • საარტილერიო სისტემა - 6 565;
  • სარაკეტო სისტემა - 801;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 540;
  • თვითმფრინავები - 316;
  • ვერტმფრენი - 316;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 5 080;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 529;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 8 932; 
  • გემი/ნავი/კატარღა - 20;
  • წყალქვეშა ნავი - 1;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 943.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი