თუ პროცესზე არ გამოცხადდება, ნიშნავს უპატივცემულობას საკონსტიტუციოს მიმართ - ოხანაშვილი ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

"მოლოდინი გვაქვს, რომ იქნება ასევე სამართლებრივი პოზიციების გაჟღერება პრეზიდენტის წარმომადგენლის, თუ წარმომადგენლების მხრიდან. რაც შეეხება ქალბატონი ზურაბიშვილის შესაძლო არ ჩამოსვლას, თუ ის პროცესზე არ გამოცხადდება, ეს ნიშნავს უპატივცემულობას საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით და რაც მთავარია, ასევე უპატივცემულობას ჩვენი საზოგადოების მიმართ, ვინაიდან, ის ახერხებს კონსტიტუციის მიზანმიმართული და უხეში დარღვევით გაფრინდეს საზღვარგარეთ, თუმცა ის არ კადრულობს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე წარდგომას".

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი