საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ არსებითი განხილვის სხდომაზე ამბობს, რომ პრეზიდენტს "გადაადგილება არ უჭირს" და შეეძლო სხდომას დასწრებოდა:
"ჩვენს პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, რომ თვითონ შეეძლო მოსულიყო, მაგრამ არ ჩათვალა ეს მიზანშეწონილად.
ჩვენ საოქმო ჩანაწერში, რომელიც პრეზიდენტს გავუგზავნეთ, ჩავწერეთ, რომ წარდგინების ავტორები და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით ჩატარდება სხდომა და მივუთითეთ, რომ მისი მონაწილეობა დაგვეხმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში", განაცხადა ტურავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, სხდომას პრეზიდენტი არ ესწრება. მის ინტერესებს თამარ ჩოგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.