საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე, პირველი სასამართლო სხდომა დაიწყო. სხდომას თავდ სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოზე "ოცნების" ყოფილი დეპუტატი, იურისტი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი იცავენ.
სხდომაზე იმყოფებიან პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციური წარდგინების ავტორები ირაკლი კობახიძე და 3 დეპუტატი - გიორგი კახიანი, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი.