
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა [SBU] ომის დროს რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი უდიდესი სადაზვერვო ქსელი გაანეიტრალა. უწყების ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, მიკოლაივის რეგიონში ოკუპანტების 13 ინფორმატორი დააკავეს. ყველა მათგანი რუსული FSB-სთვის მუშაობდა და აგროვებდნენ ინფორმაციას სამხრეთ რეგიონის ტერიტორიაზე, უკრაინის თავდაცვის ძალების ბაზებისა და გადაადგილების შესახებ.
სწორედ მათი ხელმძღვანელობით დაარტყეს 2022 წლის შემოდგომაზე რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივში მდებარე მაღალსართულიან შენობას S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემით, რა დროსაც დაიღუპა 7 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი - აცხადებს უკრაინის უსაფრთხოება.
სპეცოპერაცია მიკოლაევის რეგიონში SBU-ს თანამშრომლებმა რეგიონული პროკურატურის პროცედურული ხელმძღვანელობით ჩაატარეს.