BBC: 14 წლის თავდამსხმელმა, ტაილანდის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში 3 ადამიანი მოკლა

გამოქვეყნდა:

ტაილანდში, ბანგკოკში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში 14 წლის თავდამსხმელმა, სულ მცირე, 3 ადამიანი მოკლა, დაშავდა 4 პირი. როგორც BBC წერს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული თავდამსხმელი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

სროლის შემდეგ სავაჭრო ცენტრის შენობაში მყოფი ადამიანები სხვადასხვა მაღაზიასა და საპირფარეშოს აფარებდნენ თავს, ნაწილმა კი გაქცევა მოასწრო.

თავდასხმის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი