"ყველაფერს გავაკეთებ, რომ მნიშვნელოვნად გავზარდო პუტინზე ზეწოლა" | შოლცი

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შორლცმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ამბიციები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მასზე ზეწოლას გაზრდის. შოლცმა განაცხადა, რომ პუტინის მსოფლმხედველობა მას აბედინებს გადააწყოს ევროპის რუკა შემდეგი პრინციპით: - "ის შენია, ეს ჩვენია", რაც ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს.

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ მნიშვნელოვნად გავზარდო პუტინზე ზეწოლა, რათა მან საბოლოოდ გააცნობიეროს, რომ ასე უბრალოდ ვერ იტყვის: - ''მე მანამდე გავაგრძელებ, სანამ ჩემს მიზანს არ მივაღწევ, მიუხედავად იმისა, რამდენი სიცოცხლე ღირს ეს მიზანი, მათ შორის ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე", - განაცხადა შოლცმა.

ასევე, გერმანელმა პოლიტიკოსმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ პუტინის ომის დასასრულებლად ნაბიჯები საბოლოოდ გადაიდგას. მან ასევე ჩამოთვალა, რა დიდი ზიანი მიაყენა უკრაინას რუსეთმა და რომ ის ხალხის მკვლელობას, ეკონომიკის განადგურებასა და ტერიტორიების დანაღმვას კიდევ აგრძელებს: "მისთვის ეს გარემოებები უმნიშვნელოა, მთავარია ისტორიის წიგნში ჩაიწეროს მისი სახელი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი