
ფინეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონი ავრცელებს.
გარდა ამისა, მისივე ცნობით, უკრაინა ფინეთისგან იარაღისა და აღჭურვილობის ახალ პარტიას მიიღებს.
"ფინეთი და ევროკავშირი მხარს დაუჭერენ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. თავისუფლება გაიმარჯვებს. დიდი მადლობა კიევში ჩვენთვის მასპინძლობისთვის", - წერს ვალტონენი.