კიდევ ერთი გაცხადებული უარი ევროინტეგრაციას. ხელისუფლება სპეცოპერაციას ევროპული მომავლის წინააღმდეგ განაგრძობს და ამჯერად პროცესს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვია. როგორც არ უნდა დასრულდეს საქმე - შედეგი ქვეყნისთვის ყველა შემთხვევაში დამაზიანებელი იქნება. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები მოქმედებს ურჩევენ - იხელმძღვანელონ კონსტიტუციური პრინციპებით და არ აყვნენ ხელისუფლების პროპაგანდას. თუმცა კოლეგების ამ რჩევას, სავარაუდოდ, სასამართლო არ გაითვალისწინებს, რადგან ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სალომე ზურაბიშვილის გასაშავებლად და იქ მყოფი პლენუმიც "ოცნების" ხედვებს პირდაპირ და აშკარად იზიარებს.