კიდევ ერთი ნაღმი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. "ოცნების" ხელისუფლება მორიგი კანონის მისაღებად ემზადება, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. სახალხო მღელვარების თავიდან ასარიდებლად, სახელისუფლებო პარტიამ მზადება დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყო. კანონპროექტი, რომლის მიღებასაც "ოცნება" ფორსმაჟორულად გეგმავს, საპროტესტო აქციებისას სხვადასხვა კონსტრუქციის, მათ შორის კარვებისა და ხმის გამაძლიერებლების დადგმასაც მაქსიმალურად ზღუდავს. კანონპროექტს მმართველამ გუნდმა იურიდიულ კომიტეტზე მხარი უკვე დაუჭირა, ხვალ კი განხილვა სასესიო დარბაზში გადაინაცვლებს.