''მე დღეს მხოლოდ დავრწმუნდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია​​​​​​​" | თამარ ჩუგოშვილი

გამოქვეყნდა:

''მე დღეს მხოლოდ დავრწმუნდი დამატებით იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია", - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის იურისტი თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს და განაცხადა, რომ პროცესი არ არის სათანადოდ სამართლიანი. 

''მე დღეს მხოლოდ დავრწმუნდი დამატებით იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. ის, რასაც ჩვენ ვისმენთ, არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ იქითკენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ იზოლირებული იყოს ნებისმიერი ფორმით ქვეყნის წარმომადგენლობისგან და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ვეღარ გააკეთოს ის, რასაც ის აკეთებს ყველაზე უკეთ - ამ ქვეყნის წარმომადგენლობა, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის კონტექსტში.

მე მაინტერტესებდა, რა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები იქნებოდა მოტანილი, არაფერი - ნოლი. ეს არის რაც გვესმის არის მმართველი უმრავლესობის აღქმები, როგორ აღიქვამენ ისინი სხვადასხვა ჩანაწერებს და სურვილი, რომ პრეზიდენტმა ვერ შეძლოს თავისი უფლებამოსილებების განხორციელება ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს. პროცესი აუცილებელია, რომ წარიმართოს იმ პირობებში როდესაც სასამართლო თანაბრად ორივე მონაწილეს, რომელიც ამ პროცესში ვართ წარმოდგენილი. სხვანაირად აუცილებლად გახდება განცდა, რომ პროცესი არ არის სათადოდ სამართლიანი'' - თამარ ჩუგოშვილი.

შეგახსნებთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე, საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა ხვალ, 11 საათზე გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი