რუსეთმა ტავრიის მიმართულებით 1 დღეში 7 საარტილერიო სისტემა და 260-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა | ტარნავსკი

გამოქვეყნდა:

ტავრიის ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურის, გენერალ ალექსანდრე ტარნავსკის ცნობითრუსეთმა ტავრიის მიმართულებით ერთ დღეში 7 საარტილერიო სისტემა და 260-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ტყვედ ჩაბარდა 10 ოკუპანტი. 

"ტავრიის მიმართულებით თავდაცვის ძალების წინსვლაა. ჩვენი ჯარების საარტილერიო ნაწილებმა დღის განმავლობაში 1 198 საცეცხლე დავალება შეასრულეს. ბოლო დღის განმავლობაში მტერმა დაკარგა 261 ადამიანი, ტყვედ 10 ოკუპანტი ჩაბარდა", - განაცხადა ტარნავსკიმ.

გარდა ამისა, მეთაურის თქმით, ასევე განადგურდა მოწინააღმდეგის 20 ერთეული სამხედრო ტექნიკა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი