თაღლითობის საქმის განხილვისთვის დონალდ ტრამპი ნიუ იორკში, მანჰეტენის სასამართლოში მეორედ
მივიდა.
საქმის პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა ტრამპი, მისი ორი ზრდასრული ვაჟი და სხვა პირები ათწლეულის მანძილზე ხელსაყრელი საბანკო სესხებისა და დაზღვევის პირობების უზრუნველსაყოფად, აქტივების ღირებულების გაზრდაში დაადანაშაულა.
სასამართლოში შესვლამდე დონალდ ტრამპმა საქმის მოსამართლე და პროკურორი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლეტიცია ჯეიმსი "უხეშად არაკომპეტენტურია და ნყალბი საქმე მოიგონა. ის თაღლითია".
ასევე, გამოკითხვაზე იმყოფება ტრამპის ყოფილი ბუღალტერი, ჯეიმს ბენდერი.