ავსტრალიურმა კომპანიამ უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის სათადარიგო ნაწილების სწრაფი წარმოებისთვის შვიდი 3D პრინტერი გაგზავნა

გამოქვეყნდა:

ავსტრალიურმა კომპანიამ SPEE3D-მ უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის კრიტიკული სათადარიგო ნაწილების სწრაფი წარმოებისთვის შვიდი WarpSPEE3D ლითონის 3D პრინტერი გაგზავნა, -  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია The Defense Post-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, 3D პრინტერების პარტია შექმნილია სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობის კრიტიკული ნაწილების სწრაფად დასამზადებლად.

გარდა ამისა, როგორც მედია წერს, კომპანიის თანადამფუძნებელი სტივენ კამილერი, ძირითადი პერსონალის თანხლებით, მანამდე უკრაინელ სამხედროებს პოლონეთში, ლითონის ნაწილების 3D ბეჭდვაში ავარჯიშებდა.

თითოეული პრინტერის ღირებულება დაახლოებით 1 მილიონი დოლარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი