საეჭვო მანქანები ბაჩალიაშვილების სახლთან - კრიმპოლში გამოკითხვები დაიწყო

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის მამა კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი საქმის ახალ გარემოებებთან დაკავშირებით უნდა გამოიკითხოს. კერძოდ, საქმე ეხება "ტოიტოა ქამრის" მარკის ავტომანქანას, რომელიც ბაჩალიაშვილებმა მათი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში რამდენჯერე დააფიქსირეს და საეჭვოდ ჩათვალეს. ოჯახი ამბობს, რომ 23 წლის პროგრამისტის გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე, მათ სახლთან ხშირად იდგა ავტომობილი, მანქანაში მსხდომი პირები კი ლეპტოპით გარკვეულ ქმედებებს ატარებდნენ.

თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებისა და სიკვდილის შემდეგ კი მეზობლებმა სახლთან უკვე "შკოდას" მარკის ავტომანქანა დააფიქსირეს, საიდანაც მათ ფოტოებს უღებდნენ

გამოკითხვაზე დაიბარეს ბაჩალიაშვილების მეზობლებიც.

"ბევრჯერ მყავს შემჩნეული შავი ტოიოტა ქამრი. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რომ ღამე იჯდნენ შიგნით და კომპიუტერი ეჭირათ. უცოხ მანქანს რომ ვხედავდი ბიჭებს შევეკითხე და ყველამ თქვა რომ არ არის უბნის მანქანაო" - ამბობს ბაჩალიაშვილების მეზობელი

"თვეზე მეტია რაც ეგ მანქანა მანდ იდგა, გაუჩინარებამდე, მერე გაქრა. 8 საათზე მოსული საღამოს და 3 საათზე წასული, მთელი დღე მანქანაში ზიან, ეგ მეზობლის არ იქნება"- ამბობს კიდევ ერთი მეზობელი

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი შსს-ს დღეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფოროსის მოადგილის, ნიკოლოზ ბაჭულაშვილის შესახებაც მიაწვიდს ინფორმაციას, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ, ბაჩალიაშვილს უთხრა, რომ  "მისი შვილი შარში იყო".

დღეს დილით კი გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის საცხოვრებელ სახლში პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. სამართლდამცველებმა ბინიდან ინტერნეტის როუტერი ამოიღეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 17 აგვისტოს, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეს გენერალური პროკურატურა გამოიძიებს.

გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს ოჯახი. გარდა ამისა, ადვოკატი და ბაჩალიაშვილის მშობლები ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის გაჭიანურებაზე საუბრობენ. იგივე ამბობენ ცენტრ "ემპათიაშიც".

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ექსპერტიზისთვის საჭირო გონივრული ვადა 1 კვირა იყო, თუმცა უკვე სამ კვირა გავიდა და შუალედური დასკვნა ისევ უცნობია. მისივე თქმით, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის გარეშე თვითმკვლელობაზე საუბარი ნაადრევია, რადგან სწორედ ამ ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას- მიიღო თუ არა მედიკამენტები თამარ ბაჩალიაშვილმა, რა რაოდენობით და რომელი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი