სამართალდამცველებმა თამარ ბაჩალიაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს

გამოქვეყნდა:

პროკურატურის წარმომადგენლებმა დაღუპული თამარ ბაჩალიაშილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს.

სამართლდამცველებმა ბინიდან ინტერნეტის როუტერი ამოიღეს. 23 წლის პროგრამისტის მამა ამბობს, რომ მან გამოძიებას ახალი გარემოების შეახებ უამბო, რის შემდეგაც პროკურატურამ როუტერის ექსპერტიზის ჩატარება გადაწყვიტა.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განმარტებით, გოგონას გაუჩინარებამდე სახლთან ხშირად იდგა "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილი, შიგნით მყოფი პირები კი ლეპტოპით გარკვეულ ქმედებებს ატარებდნენ.

რაც ეს ამბავი მოხდა, გაქრა ის მანქანა, აღარ ჩერდება კორპუსთან, - აღნიშნა დაღუპულის მამამ.

დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე ბაჩალიაშვილების 2 მეზობელიც დაიბარეს, რათა "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილის შესახებ დეტალები გაირკვეს. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი