
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ აღკვეთეს უკრაინის მხრიდან "ტერაქტების განხორციელების მცდელობები" მათ ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. რა ობიექტები იგულისხმება, განცხადებაში დაკონკრეტებული არაა.
რუსეთი ასევე ამტკიცებს, რომ ბელგოროდის, ბრაიანკის და კურსკის სასაზღვრო რაიონებში გაანადგურა 31 უკრაინული დრონი.
გარდა ამისა, თავდაცვა ამბობს, რომ საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში "აღკვეთეს" ყირიმის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო ჯგუფის მიერ "შეღწევის მცდელობა".
რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ სწრაფმავალი სამხედრო კატერით და სამი ჰიდროციკლით დაჯგუფება მიემართებოდა ტარხანკუტის კონცხის მიმართულებით.
უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.