სალომე ზურაბიშვილს ჩვენ აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ეს მათ შორის ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ჩვენ აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. რა თქმა უნდა, შესაბამისად, იმპიჩმენტის აღძვრის საბოლოო მიზანი, თუნდაც არ გვქონდეს შესაბამისი რესურსი, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, პოლიტიკური განცხადება გავაკეთეთ ამაზე, რომ 100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვარაუდი, საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. შეიძლება ჩვენ არ გვქონდეს იმედი რომ 100 ხმა მოგროვდება პოლიტიკური მიზეზების გამო ამ გადაწყვეტილების გარშემო პარლამენტში, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ წესით, პრეზიდენტი უნდა წავიდეს საკუთარი თანამდებობიდან".

თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი