"ყურადღება - ნუ ჩავარდებით პანიკაში" - რუსეთში საგანგებო გამაფრთხილებელ სისტემას ტესტავენ

გამოქვეყნდა:

დღეს, 4 ოქტომბერს, რუსეთი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო გამაფრთხილებელ სისტემის ტესტირებას ჩაატარებს. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეტყობინების მიზნით, ჩაირთვება გამაფრთხილებელი სირენები და შეწყდება სატელევიზიო მაუწყებლობა.

ტესტირება ხდება უკრაინის ომის ფონზე, რამაც გამოიწვია ყველაზე ღრმა კრიზისი რუსეთის ურთიერთობებში დასავლეთთან 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ. მსგავსი ტესტირება ხელისუფლებამ პირველად 2020 წელს ჩაატარა. 

"როდესაც სირენის ხმას გაიგებთ, უნდა იყოთ მშვიდად და არ ჩავარდეთ პანიკაში, ჩართოთ ტელევიზორი - ნებისმიერი არხი ან რადიო და მოუსმინოთ საინფორმაციო შეტყობინებას. გაფრთხილების სისტემა შექმნილია იმისათვის, რომ დროულად მიაწოდოს მოსახლეობას სიგნალი ბუნებრივი ან ხელოვნური ხასიათის საფრთხის, ან საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებაში.

გამოცდა ემთხვევა რუსეთის სამოქალაქო თავდაცვის სისტემის შექმნის 91 წლის იუბილეს და მოჰყვება აგვისტოში ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო წვრთნებს საგანგებო სიტუაციებში მოქმედებებისა და პროცედურების პრაქტიკაში გამოსაყენებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი