
უკრაინის უშიშროების სამსახურიდან წყაროზე დაყრდნობით, უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის კომპლექსი C-400 [„ტრიუმფი“] გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის რეგიონში. წყაროს ცნობით, სპეცსამსახურის დრონებით თავდასხმა გასულ ღამეს მოხდა.
ერთი ასეთი კომპლექსი დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი ღირს.
რუსულ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ისმის 20-მდე აფეთქება "ტრიუმფისა" და მისი სარადარო სისტემის ლოკაციებზე. თავდასხმის შემდეგ მეზობელ დასახლებებში შუქი ჩაქრა.
ეს უკვე მეორე "ტრიუმფის" კომპლექსია, რომელიც SBU-მ გაანადგურა ბოლო ერთ თვეში.
პირველი დარტყმა "ტრიუმფზე" უკრაინამ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, 14 სექტემბერს მიიტანა.