
ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსის, ალექსანდრე ტოლოკონნიკოვის ინფორმაციით, რუსებმა დღეს დილით ხერსონის მარჯვენა სანაპიროზე 10 მართვადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს.
„უკვე დილით ხერსონის რაიონზე ათი მართვადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს: მიკოლაივკას, ოლჰივკას დასახლებებზე, ბურღუნკაზე... ასევე მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსებმა სავარაუდოდ ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტზე რაკეტები გამოიყენეს. ეს ინფორმაცია ამჟამად ზუსტება“, - განაცხადა ტოლოკონნიკოვმა.
მისივე ცნობით, გუშინ, 3 ოქტომბერს, ოკუპანტებმა 17 ბომბი ჩამოაგდეს იგიე რეგიონში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ადგილობრივი დაშავდა.