პრეზიდენტი შეხვედრებზე არ შედის იმის გარჩევაში, 12 პუნქტიდან რა რეფორმა შესრულდა, არ შესრულდა, თუ ფორმალურად შესრულდა- ჩუგოშვილი

გამოქვეყნდა:

რაც ეხება ტექნიკურ, ასე ვთქვათ, ჩამონათვალ საკითხებს, რომელიც საქართველოს მიმართ განსაზღვრულია, როგორც შესასრულებელი ვალდებულებები, პრეზიდენტი ამ რანგის არცერთ მსგავს, თუ სხვა რანგის შეხვედრებზე არასდროს არ საუბრობს ამ 12 პუნქტთან დაკავშირებით - აცხადებს პრეზიდენტის წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, სადაც ამ დროისათვის სწორედ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს უსმენენ.

ჩუგოშვილის თქმით, პრეზიდენტი სხვა სახელმწიფო მეთაურებთან შეხვედრაზე არ შედის გარჩევაში, რა რეფორმა შესრულდა და რა არ შესრულდა:                                                                                                                                                                                    

"ეს 12 პუნქტი თავისი არსით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ შესასრულებლადაა დადგენილი, მაგრამ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სახელმწიფო მეთაურებს შორის, მერწმუნეთ, ასეთი დეტალების განხილვა არ ხდება. ეს პრაქტიკა არც არის.

პრეზიდენტი ამ შეხვედრებზე არანაირად არ შედის იმის გარჩევაში რა რეფორმა შესრულდა,  არ შესრულდა, ფორმალურად შესრულდა, თუ როგორ... საქართველო, სწორედ, გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, აუცილებლად იმსახურებს, მას ეკუთვნის და გარდაუვალად აუცილებელია, რომ მიიღოს ეს სტატუსი - სწორედ ესაა საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია! -  ესაა, რასაც ის აფიქსირებს. მას რომც დაუსვან კითხვა: - როგორ მიდის რომელიმე რეფორმა? არცერთ შემთხვევაში.... ჩვენ რომ გვქონდეს სასაუბროები, იქ რომ ყოფილიყო  ელჩი, რომელიც დაესწრებოდა [შეხვედრას] და მოგვაწვდიდა ჩანაწერის ოქმს, ამის მტკიცებულებაც გვექნებოდა, მაგრამ ვინაიდან ელჩი არ ესწრებოდა შეხვედრას, მთავრობისა და არა პრეზიდენტის გადაწყვეტილებებით, შესაბამისად, ჩვენ ასეთი ოქმი ხელში არ გვიჭირავს." თქვა ჩუგოშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი