უარი რუსულ კანონს! | დღეს, 14:00 საათზე, პარლამენტის უკან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს, 5 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის შენობის უკან სამოქალაქო აქტივისტები შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ "ახალ რუსულ კანონს" გააპროტესტებენ.

"ქართული ოცნების" შვიდმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა ახალი რუსული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც დღეს მოქმედ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში აპირებენ ცვლილებების შეტანას.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში დემონსტრანტებს აეკრძალებათ "დროებითი კონსტრუქციების" მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია "კანონდამრღვევის" ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე "სამართალდარღვევის" საგნის კონფისკაცია".

კანონპროექტის მოსმენა პარლამენტში 5 ოქტომბერს იგეგმება.

ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს, 14 საათზე, მოსმენის პარალელურად, პარლამენტის უკან, ერთად გავაპროტესტოთ ახალი რუსული კანონი.

რუსულ მთავრობას არ გავატანინოთ მორიგი რუსული კანონი", - ნათქვამია აქტივისტების განცხადებაში.

საპროტესტო აქცია სამოქალაქო მოძრაობებმა - "ტალღამ", სტუდენტებმა ევროპული მომავლისთვის", "ჯიუტმა" და "დაფიონმა" დააანონსეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი