უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, უკრაინის სპეცრაზმი ანექსირებულ ყირიმში შევიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ინფორმაციით, ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმები ანექსირებულ ყირიმში შევიდნენ:

"იყო ბრძოლა დამპყრობლებთან, არის ბევრი დაღუპული და დაჭრილი ოკუპანტთა შორის. სამწუხაროდ, დანაკარგებია უკრაინელ მცველებს შორის", - იტყობინება დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი. 

მთავარი დაზვერვის დირექტორატის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მიცურავენ უკრაინელი დაზვერვის ოფიცრები სკუტერებითა და ნავებით ნაპირისკენ, ეშვებიან ხმელეთზე და უფრო ღრმად შედიან ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე.

შემდეგ ჩნდება სამი სამხედრო, რომლებსაც უჭირავთ უკრაინის დროშა მთავარი დაზვერვის სამმართველოს ემბლემით. ისინი აცხადებენ, რომ ყირიმში მორიგი შემოტევა წამოიწყეს და ნახევარკუნძული ან "უკრაინული იქნება, ან გაუკაცრიელებული".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი