მოლდოვის ხელისუფლებამ არჩევნებში პრორუსული პარტიების მონაწილეობა აკრძალა 

გამოქვეყნდა:

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, მოლდოვის ხელისუფლებამ პრორუსული პარტიების არჩევნებში მონაწილეობა აკრძალა. 

საკონსტიტუციო სასამართლომ, რუსული გავლენის შემცირებისკენ მიმართული პოლიტიკის ფონზე ივნისში უკანონოდ გამოაცხადა პარტია ''შორი'', თუმცა 3 ოქტომბერს იმავე სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც, ამავე პარტიის წევრებს ადგილობრივ არჩევნებში კენჭისყრის უფლება 5 წლის ვადით აეკრძალათ. საკონსტიტუციომ გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოიტანა, რაც მას სარჩელით "შორის" პარტიამ მიმართა.

გეოგრაფიული მდებარეობისა და რეგიონში არსებული პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით, მოლდოვა ხშირად გამხდარა მოსკოვსა და დასავლეთს შორის გავლენის სფეროს განაწილების ობიექტი. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა, განსაკუთრებით იმ მოცემულობაში, რომ რუსეთი დღემდე ინარჩუნებს სეპარატისტულ დნესტრისპირეთში "სამშვიდობოთა მისიას". 

აშშ-მ ინვისში დაასანქცირა "შორის" შვიდი წევრი, რომლებიც კავშირში იყვნენ მოსკოვის გეგმასთან, მოეწყო დესტაბილიზაცია მოლდოვაში.

პრორუსული ოპოზიციური პარტია "შორის" ხელმძღვანელი ილან შორია, რომელიც ეჭვმიტანილია 1 მილიარდი დოლარის საბანკო თაღლითობასა და სხვა უკანონო სქემებში მონაწილეობაში. 2020 წლის არჩვენების შედეგად პროდასავლელი პრეზიდენტის მაია სანდუს არჩევის შემდეგ ის ისრაელში გაიქცა, თუმცა, ამის მიუხედავად, ილან შორი აორგანიზებდა ანტისახელისუფლებო პროტესტებსა და გამოსვლებს მაია სანდუსა და მისი მთავრობის  წინააღმდეგ, რომლებიც აკრიტიკებენ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი