ახალი რუსული კანონი "ოცნებისგან" | აქციებზე კარვების გაშლა და სცენის აწყობა აიკრძალება

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური თაღლითობა "ქართული ოცნებისგან". მმართველ პარტიას საზოგადოების ყურადღება იმპიჩმენტზე გადააქვს, სინამდვილეში კი დემოკრატიის მთავარი პრინციპის დასამარებას ცდილობს. ვიდრე საჯარო ინტერესი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსკენ არის მიმართული, ივანიშვილის საპარლამენტო კლანი კრემლის რეჟიმის სტილში შედგენილ ახალ კანონს იღებს. შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ ქართული კანონი ახლა რუსულ ვერსიას დაემსგავსა. დღეს "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ცვლილებებს, რომლებიც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის სახალხო პროტესტის მიზნით ქუჩაში მოქალაქეების შეკრებას.

ახალ რუსულ კანონში მმართველმა პარტიამ ჩაწერა, რომ აქციების დროს იკრძალება კარვების გაშლა, სცენის აწყობა, ხმის გამძლიერებლების დამონტაჟება და საერთოდ ნებისმიერი სხვა კონსტრუქციის აწყობა. ნებართვა ასეთ ქმედებაზე აქციაზე გამოსულმა ხალხმა პოლიციისგან უნდა მიიღოს. აი ამ კანონის მიღებას ჩქარობს მმართველი პარტია, რომელიც იმდენად შეშინებულია სუს-ის მიერ დაანონსებული გადატრიალებით, რომ წარმოუდგენელი ტემპებით მოქმედებს - პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს იურიდიული კომიტეტის სხდომა და ხვალ მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრები გაიმართება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი