ორეგონის შტატ ქალაქ ნიუბერგში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა პატარა თვითმფრინავი სახლის სახურავს დაეჯახა. თვითმფრინავი ჰილსბოროს ავია აკადემიას ეკუთვნოდა და მას დამწყები პილოტი, 22 წლის იტალიელი მიქელე კავალოტი მართავდა.
როგორც ირკვევა, თვითმფრინავმა სიმაღლე დაკარგა და სპირალისებურად ჩამოვარდა.
მაშველების თქმით, თვითმფრინავის ნაწილი სახლის შიგნით, ხოლო დანარჩენი ეზოში იპოვეს.