"ოცნების" ყოფილი წევრები და მხარდამჭერები საკონსტიტუციოს პლენუმში | ვინ იღებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართულ ოცნებას" საქმე დალაგებული აქვს - ეს არის იურისტების პოზიცია, რომლებიც კარგად იცნობენ იმპიჩმენტის განმხილველი პალატის მოსამართლეებს და მათ კარიერას. იურისტები სამოქალაქო სექტორიდან და პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ 9 მოსამართლიდან ფაქტობრივად ყველა პირადად ბიძინა ივანიშვილისგან, ან მმართველი პარტიისგან არის დავალებული.

საკონსტიტუციოს წევრთა ნაწილი თავის დროზე ან მმართველი პარტიის წევრი იყო, ან პარტიის წარდგინებით და თანხმობით დაინიშნა თანამდებობაზე, ან პირდაპირ არის დაკავშირებული ოლიგარქის კლანთან. მცირე გამონაკლისი მოსამართლეების შემადგენლობაში გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს, და ამიტომაც დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ იურიდიული არგუმენტების მიუხედავად, გადაწყვეტილება მაინც პოლიტიკური - ანუ "ქართული ოცნებისთვის" მისაღები იქნება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი