"ოცნების" სათადარიგო გეგმა პრეზიდენტის წინააღმდეგ | რას აპირებს მმართველი პარტია იმპიჩმენტის ჩავარდნის შემთხვევაში

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას "ქართული ოცნება" კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის. იმპიჩმენტის ჩავარდნის შემთხვევისთვის მმართველ პარტიაში სათადარიგო გეგმას ამზადებენ. ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს პრეზიდენტობას და უნდა წავიდეს - უდიდესი ენთუზიაზმით აიტაცეს პარლამენტში.

მმართველი პარიის დეპუტატები მთელი დღის განმავლობაში იმეორებდნენ ლიდერის სიტყვებს რამაც დაარწმუნა ოპოზიცია, რომ "ქართული ოცნება" ზურაბიშვილზე ზეწოლას გააძლიერებს მისი გადადგომის მოთხოვნით. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით ეს არის პოლიტიკური შოუ, რომელიც საბოლოოდ ყველაზე მეტად ქვეყნის ეროინტეგრაციას აფერხებს. 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი