ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩმა მიგრაციის პოლიტიკის რეფორმების შესახებ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტს შორის შემდგომ მოლაპარაკეკებს გულისხმობს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
მედია წერს, რომ შეთანხმების შედეგად ქვეყნები თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაკადის შემთხვევაში ერთობლივი მოქმედებას უზრუნველყოფენ. გადაწყვეტილების მიზანი სხვა ქვეყნებში გადანაწილების გზით, იმ ქვეყნებზე მოხდება ზეწოლის შემსუბუქება, რომლებიც მიგრანტების დიდ ნაკადს იღებენ. მაგალითისთვის ასეთი ქვეყნების ჩამონათვალს იტალია და საბერძნეთი მიეკუთვნებიან.
შეთანხმების თანახმად, მსგავსი საიმიგრაციო ქმედება იმ ქვეყნებისგან რომლებიც უარს იტყვიან თავშესაფრის მაძიებლის მიღებაზე, ვალდებულები იქნებიან იმ ქვეყნებს გადაუხადონ, რომლებიც ამ მიგრანტებს შეიფარებენ.