"ოცნებამ" ახალი "რუსული კანონი" შესაძლოა დღეს საბოლოოდ დაამტკიცოს - პარლამენტი ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებს მეორე მოსმენით განიხილავს. ამის შემდეგ ის მეორე მოსმენით დღეს გავა პლენარულ სხდომაზე. 

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. გუშინ, პირველი მოსმენის დროს, კანონპროექტის თანაავტორი ამბობდა, რომ კანონპროექტის დამტკიცება მესამე მოსმენით, შეიძლება დღესვე მოესწროს.

ოპოზიცია შეთავაზებულ ცვლილებებს მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ ეს ახალი "რუსული კანონია".

კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

დღეს, 14:00 საათზე კანონის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბებიან. იხილეთ ასევე: 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი