
5 ოქტომბრის ღამეს რუსებმა მორიგი მასიური შეტევა მიიტანეს უკრაინაზე "შაჰიდის" დრონებით. სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის ცნობით, მხოლოდ სამხრეთით, უკრაინელებმა რამდენიმე ათეული დრონი ჩამოაგდეს.
"წინასწარი შედეგებით - 24 "შაჰიდი" განადგურდა ჩვენი პასუხისმგებლობის არეალში, ეს არის როგორც სამხრეთი, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონები. რეგიონების ტერორი გრძელდება“, - თქვა მან.
ნატალია ჰუმენიუკის განცხადებითვე, დრონების უმეტესობა მტერმა აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან, ან ყირიმის ნახევარკუნძულიდან გაუშვა.