პაპუაშვილმა მედიას მორიგი შეზღუდვები დაუწესა. ჟურნალისტებს ამჯერად პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაცია ეკრძალებათ:
„საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 18 სექტემბრის №126/3 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესში“ დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 23-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 122-ე მუხლისა და 123-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „შ“ ქვეპუნქტების შესაბამისად:
1. „საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 18 სექტემბრის №126/3 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის“ მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. მოსამსახურეს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის წევრებისათვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე.“.
2. ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადების დღიდან.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადების დღიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) - ვკითხულობთ ბრძანებაში.
ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადების დღიდან.