დაპირისპირება ენმ-ში - ნიკა მელიას ბრალდებები და ახალი მენეჯმენტის პასუხი

გამოქვეყნდა:

დაპირისპირების ახალი ტალღა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში - ხვალ ნიკა მელიას ჯგუფი თბილისში საკონსულტაციო შეკრებას აანონსებდა, რა დროსაც პასუხი უნდა გასცემოდა იმას, როგორ გააგრძელებს საქმიანობას ნაციონალური მოძრობა. ერთი კვირით ადრე დაანონსებული შეხვედრის მიუხედავად კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოქმედმა ლიდერებმა  იმავე დღეს ბათუმში პარტიული მსვლელობა დანიშნეს და შესაბამისად მელიას ჯგუფი წინასწარ დანიშნულ კონსულტაციებზე  მარტო დატოვეს. 

7 ოქტომბერს, თანამოაზრეებმა, ადამიანებმა, ვისაც ქვეყნის უკეთესი მომავალი გვინდა, ვისაც გვინდა ცვლილება და ქართული ოცნების მმართველობის სისტემის დემონტაჟი, დავნიშნეთ საკონსულტაციო შეხვედრა, რომ განვიხილოთ როგორ ვაგრძლებელთ ბრძოლას...
პარტიის მენეჯმენტი, რომელსაც გამარჯვება მივულოცე, მიუხედავად ბინძური მეთოდებით, ფარული ჩანაწერებითა და სხვა გამოვლინებებით,  ოცნების სტილში ჩატარებული კამპანიისა, ვუსურვე ღირსებითა და სიმართლით მართვა - ვიცოდი ძალიან დასჭირდებოდათ, ღირსებისა და სიმართლის დეფიციტი ექნებოდათ....
ამ მენეჯმენტმა მოსვლიდან 5 დღეში დაივიწყა თავისი დაპირება, დაპირება რომელზეც ბევრი ემოციური, ერთგული მხარდამჭრი წამოაგო, უთხრა, რომ მიშას თავისუფლება, რეჟიმის შეცვლის გარეშეა შესაძლებელი.
გავიდა 9 თვე და არ გვინახავს ერთი გადაკეტილი ქუჩა, არ გვინახავს ერთი მასშტაბური აქცია. ბოლო უმასშტაბო აქცია კი ვივამედთან 3 თვის წინ ვიხილეთ.
და ახლა, როდესაც ადამიანებმა, რომელთაც ქვეყანაზე, ცვლილებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეზე შეგვტკივა გული - გადავწყვითეთ შეკრება, დაინიშნა ბათუმში "აქცია":
საკრებულოს წევრებს მისდით შეტყობინებები, მიშას თავისუფლებისათვის მსვლელობააო...
სწორედ ასე იქცევიან ერთობის შენარჩუნებისა და დისკუსიის ყველა მცდელობისას; 
დიახ, საკონსულტაციო შეხვედრის დღეს, ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებული, დასვენებული და გარუჯული "ახალი მენეჯმენტი" მართავს აქციას, მიშას თავისუფლების მოთხოვნით....
ყოველივე ეს, მხოლოდ ერთ რამეს მახსენებს, ოცნების ხელწერას, ხელისუფლების კონტრაქციას ბუნებრივ პრეტენზიებზე, არ აგარევინებთო, გვუბნებიან, ოცნებიდან გრეჩიხა და ნაციონალური მოძრაობიდან ჩრდილოვანი მმართველები... 
სიმართლე ფულზე  ძლიერია, ღირსება კი ან გაქვს, ან არა...
ერთობაზე საუბრობდე და გახლეჩვის მეტს არაფერს აკეთებდე, ოცნების საოცნებო თამაშია... 
ძალა მართალი და პრინციპული ადამიანების ერთობაშია" წერს მელია ფეისბუქზე.

ენმ-ში ნიკა მელიას პასუხობენ და ამბობენ, რომ ეს არ არის კონტრაქცია და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ღონისძიებები ყოველ უქმეებზე აქვთ. დეპუტატ დავით ხაჯიშვილის თქმით, ბათუმის მსვლელობა რამდენიმე კვირის წინ დაიგეგმა, თუმცა თარიღს წინასწარ ვერ ასახელებდნენ, რადგან არ იცოდნენ როგორი ამინდი იქნებოდა. 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი