„მინდა განცხადება გავაკეთო "ოცნების" და "ნაცების" პარტია "საქართველოსთვის" წინააღმდეგ დაწყებული, ერთობლივად დაგეგმილ ტყუილსა და ჭორზე დაფუძნებული პროპაგანდის შესახებ. "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", ეს ორი ერთმანეთზე უარესი წარსულის პარტია ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის და "ნაცები" და "ქოცები" ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში, რომ შეიქმნან შესაძლებლობა პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას."
განუცხადა ჟურნალისტებს პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა