ISW: რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემები ოკუპირებული სევასტოპოლის პორტიდან ნოვოროსიისკის პორტში გადაიყვანა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე გემი დროებით ოკუპირებული სევასტოპოლის პორტიდან ნოვოროსიისკის პორტში, კრასნოდარის მხარეში გადაიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. 

როგორც ISW წერს, რუსეთი ამ გზით, სავარაუდოდ, უკრაინული დარტყმებისგან გემების დაცვას ცდილობს. 

მათივე ცნობით, პირველ და სამ ოქტომბერს გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთის საზღვაო ძალებმა სულ მცირე 10 ხომალდი გადაიყვანეს სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკის მიმართულებით. 

რუსული სტრატეგიებისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრი ამტკიცებს, რომ გემების გადაადგილება "რუტინული" პროცესია. 

ISW აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, რუსეთი გემებს ნოვოროსიისკის პორტში დროებით გააჩერებს, თუმცა სევასტოპოლის პორტის გამოყენებას კვლავ აქტიურად გააგრძელებს, რომელიც ამ დრომდე რჩება შავი ზღვის ფლოტის მთავარ ბაზად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი