76 მომხრე, 20 წინააღმდეგი - პარლამენტმა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენითაც მიიღო.
"ქართული ოცნების" მორიგ რეპრესიული კანონპროექტს ოპონენტებმა უკვე უწოდეს რუსული კანონი ნომერი 2, რადგან ამ კანონპროექტით, მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს დემონსტრანტებისთვის.
კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
კანონპროექტს "ოცნება" დაჩქარებულად განიხილავს და მოტივად სუს-ის 18 სექტემბრის განცხადებას ასახელებს, თითქოს ქვეყანაში ოქტომბერ-დეკემბერში "არეულობა და დესტაბილიზაცია იგეგმება".